იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ამერიკისმცოდნეობის 24-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 18-20 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს. 24- ყოველწლიური კონფერენცია, 1783 წლის პარიზის ზავს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ომის დასრულების 240- წლისთავს მიეძღვნება. ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის ასოციაციის მიზანი, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად  ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრაა. კონფერენციის თემატიკა, ისტორიას, პოლიტიკას, განათლებას, რელიგიას, არქიტექტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, მასმედიას, სამართალს, ეკონომიკას, სოციალურ და ქალთა საკითხებს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას მოიცავს. კონფერენციის ფორმატი სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას გულისხმობს. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გადმოაგზავნონ თეზისები ბმულზე: https://forms.gle/JmsALNziyfWqCsfXA კონფერენციისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო დღე არის 7 აპრილი.

აპლიკაციის შესავსებად საჭიროა ბმული: https://forms.gle/JmsALNziyfWqCsfXA კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 18-20 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი, დაინტერესებულმა პირმა, საორგანიზაციო კომიტეტს არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისამდე უნდა აცნობოს. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ: geoamstud.conference@tsu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 3065
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.