იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  •     პროზის ქართული თარგმანი
  •     პოეზიის ქართული თარგმანი
  •     სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი 
  •     ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს (35 წლამდე); დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საბუთები და საკონკურსო თარგმანი სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი, თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ, შემდეგ მეილზე, info@president.gov.ge.

უნივერსიტეტში, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვს, სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით, თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია. უნივერსიტეტებიდან შესული თარგმანებიდან ოთხივე ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტების გამოსავლენად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. გადაწყვეტილებას წარდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ, მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი.

კონკური ცხადდება 2023 წლის 1 მარტს. საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს, 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2023  წლის 15 დეკემბრამდე.

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის მიწურულს, პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში განთავსებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში.

საკონტაქტო ინფორმაცია: კოორდინატორი: ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168.

 

 

 

 

 

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2745
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.