ხარკოვის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი გიწვევთ IV საერთაშორისო სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ
კონფერენციაზე „აღმოსავლეთმცოდნეობა_აქტუალობა და პერსპექტივები”, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 24 მარტს.
კონფერენციის მიზანია: სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და გამოცდილების გაცვლა აღმოსავლეთმცოდნეობის
მიმართულებით (ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი კვლევები, ლიტერატურული კრიტიკა, ისტორია, ეკონომიკა, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, აღმოსავლური ენების სწავლების ფილოსოფია, კულტურა და მეთოდები).
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
- განათლება და აღზრდა აღმოსავლეთის ქვეყნებში;
- აღმოსავლური დისციპლინების სწავლების მეთოდები;
- ფილოლოგია და მთარგმნელობითი კვლევები;
- აღმოსავლეთის ისტორია: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები;
- აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოება;
- აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურა და ფილოსოფია.