ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო კურსზე: ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში''.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და
ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სარეგისტრაციო ფორმა
- სტუდენტის მოწმობა
- ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი
კურსისთვის შერჩეულ სტუდენტები შეისწავლიან:
ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ)
საგადასახადო კოდექსი (50 სთ)
ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (60 სთ).
განრიგი:
ჩატარების ფორმატი: დისტანციური, zoom.us პლატფორმაზე
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი
საათი: 18:30-21:00 ან/და 13:00-15:30
პერიოდი: 15 მარტი - 15 ივლისი
თითეული მოდულის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/E2E7qzGmakztBfPz6
საკონტაქტო პირი: მარიამ ვარდოშვილი
მობ: (+995) 558 37 60 51