შეთავაზების ავტორია, გამომცემლობა Oxford University Press (OUP), რომელიც ქართველ მკვლევარებს მნიშვნელოვანი ონლაინ რესურსებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. შეთავაზების დრო შეზღუდულია და ის, 2023 წლის მარტამდე გაგრძელდება.
Oxford University Press კვლევებზე ღია წვდომის უმსხვილესი საუნივერსიტეტო პრესის გამომცემლობაა. მისი მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაღალი ხარისხის კვლევების შედეგების გავრცელების ხელშეწყობაა. გამომცემლობა ღია წვდომის ჟურნალების დიდ რაოდენობას აქვეყნებს და დაინტერესებულ პირებს მონოგრაფიებზეც ანიჭებს წვდომას.
იხილეთ ლინკი:
https://academic.oup.com/
და ბროშურა
OxfordUniversityPress_OA Brochure.pdf (oup.com)