სამშაბათს, 24 იანვარს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის ორგანიზატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრი.
ტრენინგი „არაფორმალური განათლება, მისი მნიშვნელობა და გამოყენების გზები“ დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც სტუდენტებს განუვითარებს ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, სწრაფად გაანალიზების და ქმედების უნარები და სხვა.