იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგამოცდო ცენტრი, 2022--2023 წლის ზამთრის სესიებს იწყებს. სტუდენტთა საფინალო გამოცდების ვადა, 2023 წლის 23 იანვრიდან, 3 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. დამატებითი გამოცდები, 2023 წლის 3 თებერვლიდან, 10 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
დასკვნითი გამოცდები გაიმართება:
ბიბლიოთეკის შენობაში;
I კორპუსი, მე-3 სართული, აუდიტორია #311;
II კორპუსი, აუდიტორია #18.
გამოცდების განრიგის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ფეისბუქის გვერდზე --TelaviUni/ საგამოცდო ცენტრი.