იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თესაუ) პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თელავში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
გადამზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციის თარიღიებია: 2022 წლის 16, 17, 18 დეკემბერი.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება.
პროგრამის განხორციელების ვადები: 23.12.2022 – 22.01.2023
დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებ-გვერდზე: www.vet.emis.ge.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: მსმენელი უნდა ფლობდეს:
ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით;
ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
ვებ-გვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.
რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2022 წლის 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე vocational@tesau.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.