იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ _ მედიაწიგნიერების კონკურსი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების კომისია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის, ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.

დავალების წარმოსადგენად სტუდენტს შეუძლია თავად შეარჩიოს ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პრიზები

კომუნიკაციების კომისიისგან გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.

პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14- მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი - HP Laptop, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს - iPad გადაეცემა.

კონკურსის ვადები

საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გაგზავნონ 2022 წლის 29 სექტემბრიდან, 31 ოქტომბრის ჩათვლით.

 

კონკურსის წესები

სტუდენტებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტები:

·        ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს

·        საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს

* ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;

* ნაშრომები, რომლებშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

შეფასების კრიტერიუმები

·        რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ამბავი

·        რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე

·        რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება

·        რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/, კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge და მედიაწიგნიერების პლათფორმაზე - https://mediatsigniereba.ge/

 
მნახველთა რაოდენობა: 3328
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.