იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლობის მსურველთათვის!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსდამთავრებულის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და  აძლევს მას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებლობის უფლებას არჩეული მიმართულების შესაბამისად.

პროგრამაზე შესაძლებელია მსურველთა მიღება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სპორტი
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

პროგრამაზე  ჩარიცხვა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

) მიმართულების შესაბამისსაგნის გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების სახით. ტესტები მოიცავს ორ ნაწილს: კითხვებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონიდან   და   ზოგადი უნარების ტესტურ დავალებებს. გამოცდის ხანგრძლივობაა   120 წუთი.

მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. მისაღები გამოცდის  კომპეტენციის მინიმალური ზღვარია 51 ქულა. 

 დაფინანსება

პროგრამისთვის გამოყოფილია კვოტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული ადგილების სრულად ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია დასაფინანსებელი რაოდენობის ზემოთ  სწავლის მსურველთა მიღება თვითდაფინანსებითაც.

 

რეგისტრაცია

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყება 2022 წლის 13 სექტემბრიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი, მეორე სართული, ოთახი #27, 11:00 სთ-16:00 სთ-მდე.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
გ) 2 ფოტოსურათი 3X4;
დ) სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
ვ) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი

ტელ: 571 28 55 75

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო მოდებაძე

ტელ: 555 45 27 94

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფ. ნათია გაბაშვილი

ტელ: 593 46 36 60

 
მნახველთა რაოდენობა: 3867
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.