იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაციის შესახებ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა  რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 5-23 სექტემბერი. რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 211- ოთხში.

პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი);

2. სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული);

3. ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;

4. მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის);

5. naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი;

6. პირი თუ არასრულწლოვანია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციისა - უნდა მობრძანდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 3312
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.