იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერთათვის - „COST ასოციაციის“ შესახებ

2022 წლის მარტის თვეში, საქართველო გახდა „მეცნიერებასა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაციის“ სრულუფლებიანი წევრი.

 

ქვეყნის ახალი სტატუსის პირობებში, სამინისტრო გეგმავს ძალისხმევის გაძლიერებას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით სფეროში COST პროგრამის პოპულარიზების მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 28 ივნისს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო დღე  „საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაში - ახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევრებისთვის“.

ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებს  მიაწოდოს ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობისა და როლის შესახებ, რომელსაც იგი ასრულებს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა პირებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 26 ივნისამდე.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბმული ფაილების სახით

28-June-2022-Georgia-Info-Day

მოწვევის-წერილი

 
მნახველთა რაოდენობა: 3760
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.