იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო ცენტრების ქსელის დასაქმება

საინფორმაციო ცენტრების ქსელი, კახეთის ოფისში, სპეციალური პროგრამით, რომელიც გულისხმობს დასაქმებას ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდებს შემდეგ პოზიციებზე:

ვიდეოპერატორი-მემონტაჟე

რეპორტიორი

ანაზღაურება განისაზღვრება 1250-დან 1750 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით), სტაჟირების შემდეგ კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაგეგმილია ერთთვიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი. მონაწილეები შეისწავლიან ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საფუძვლებს, რეპორტაჟის, მოკლე დოკუმენტური ფილმის მომზადებისა და თხრობის ტექნიკებს.

სწავლების პირველი, ორკვირიანი ნაწილი, გაიმართება კახეთში, საინფორმაციო ცენტრების ქსელის მულტიფუნქციურ ცენტრში (ქ. გურჯაანი), სადაც მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ჰოსტელითა და კვებით ან საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო ცენტრამდე ყოველდღიური ტრანსპორტირების ხარჯებით. სწავლების მეორე, ორკვირიანი ნაწილი მოიცავს რეგიონებში საველე პირობებში სტაჟირებას.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, შეირჩევა 2 ან 3 წარმატებული მონაწილე, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.

პროექტში ჩართულობა გულისხმობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში სრული დატვირთვით მუშაობას და დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია და ადვოკატირება, სოციალურ, გარემოსდაცვით, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობა.

უპირატესობა მიენიჭებათ ვიდეოგადაღების, კამერასთან ურთიერთობის, ადვოკატირების კარგი უნარების მქონე კანდიდატებს;

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია პროექტის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 
მნახველთა რაოდენობა: 4281
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.