იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი ,,ინფორმირებული და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბება"

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ახორციელებს პროექტს ,,ინფორმირებული და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბება".

    პროექტის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.

   პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

  პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობებში: სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის (ხულო).

  წარმატებულ აპლიკანტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გაიღრმაონ ცოდნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, დასაქმდნენ ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობებში და მომავალი კარიერული ზრდისთვის დააგროვონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება და მეორე მხრივ, ხელი შეუწყონ საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცებას.

  ** ხანგრძლივობა: 3 თვე;

** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;

** ანაზღაურება: 200 USD ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

** ადგილების რაოდენობა: 14 (თითო რეგიონში ორი სტაჟიორი, აპრილი-ივნისი, სექტემბერი-ნოემბერი)

        ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

   რეგიონში აქტიური საინფორმაციო - საგანმანათლებლო კამპანიის გამართვაში დახმარების გაწევა (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დეზინფორმაციისა და ა. შ.);   

   პრეზენტაციების მომზადება თემატური ჯგუფებისთვის (თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ფერმერები, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და სხვ.);

   ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარების გაწევა;

   ნატოსა და ევროკავშირის თემებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებასა და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

    შეხვედრების შემდეგ ანგარიშის მომზადება, მათ შორის ინგლისურ ენაზეც;

    მიმდინარე საქმიანობაში რეგიონული წარმომადგენლის მხარდაჭერა;

    სხვა მოვალეობების შესრულება.

                   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

   უმაღლესი განათლება, საბაკალავრო პროგრამის ან მაგისტრატურის სტუდენტი (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებები);

   ევროკავშირისა და ნატოს თემატიკის ცოდნა;

  საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების,

ინსტრუმენტების ცოდნა;

   კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციების უნარები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

   სასურველია პროექტების წერისა და ადმინისტრირების ცოდნა. 

  დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=351941&fbclid=IwAR20dTwcVHe54GSHy1aSf6jA0NCByZ6NvQs5p9P0EnE4zDu3qnhZx-ejzMk 

 
მნახველთა რაოდენობა: 4762
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.