იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1.1 განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტ:

 

) ინგლისური ენის  სწავლების  მეთოდიკის  მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 2 (ორ)   საშტატო ერთეულზე, 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

                                           ბ) პედაგოგიკის მიმართულებით

·         ასისტენტ-პროფესორის   1 (ერთი) საშტატო ერთეულზე,  4 (ოთხი) წლის ვადით (აფილირებული)

 

 

1.2. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე:

 

ბიზნესის  ადმინისტრირების  მიმართულებით

 

  • ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი)   საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი)  წლის ვადით (აფილირებული)

 

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2 (ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

  კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  

ბ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  

შენიშვნა:

  •  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
  • (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;       
  •  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით  დამოწმებული სახით;

 

·         კონკურსანტმა, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა) ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ)  შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

შენიშვნა:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა   უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი  ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით (მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების კონცეფციით;
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა    უნდა დააგროვოს არანაკლებ 10 ქულა (მინიმალური გადასალახი  ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით:  სამეცნიერო პუბლიკაციით; სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობით; სასწავლო კურსის სილაბუსითა და დარგის განვითარების კონცეფციით.

·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2022 წლის 21 იანვარს და დასრულდება 2022 წლის 28 იანვარს;

·         საბუთები  მიღება  უნივერსიტეტის I კორპუსის II  სართულზე, 214 ოთახში, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდეCovid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს დისტანციურად/ელექტრონულად. ასეთი ვითარების  არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები, დასკანერებული ფორმით, გადაეგზავნება  უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (. ხმალაძე) მის სამსახურებრივ  ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ 2022 წლის 2 თებერვალი;

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4597
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.