შექმნილი ეპიდვითარებიდან და სტუდენტთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება შერეული ფორმატით.
ლექცია-სემინარები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ხოლო ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები საუნივერსიტეტო სივრცეში წარიმართება.
ყველა რეგულაციის დაცვით იმუშავებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.