საზაფხულო სკოლა მიმდინარე წელს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ღონისძიება, სახელწოდებით, ,,The Second Pan Caucasian Summer School Wine Business“, რომელიც სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს დააინტერესებს, 4-დან 12 ოქტომბრამდე ჩატარდება.
არის შესაძლებლობა, რომ 8 ოქტომბერს ღვინის დეგუსტაციას და 11 ოქტომბრის ლექციებს დაინტერესებული პირები აგრარულ უნივერსიტეტში დაესწრონ. ამისთვის რეგისტრაციის გავლაა საჭირო, ლინკი კი, საინფორმაციო ბროშურაშია მოცემული.
დანართში იხილეთ საინფორმაციო ბროშურა, პროგრამა და სარეგისტრაციო ლინკი