ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი- ,,Sharda University” -ავრცელებს ინფორმაციას 2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში გამოყოფილი სტიპენდიებისა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.
,,შარდას“ უნივერსიტეტის მიერ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის ,გამოყოფილია 10 სტიპენდია, 100%-იანი დაფინანსებით, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.
,,შარდას“ უნივერსიტეტს აქვს 14 ფაკულტეტი/სკოლა და 216 სასწავლო პროგრამა. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: https://global.sharda.ac.in/ambassador-scholarship/