იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოაგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1.      განცხადება რექტორის სახელზე,  სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ (ივსება ადგილზე);

2.       პირადობის მოწმობის ასლი /დედანთან ერთად;

3.       უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად) / ან მასთან

 გათანაბრებული დოკუმენტი;

4.       2 ფერადი ფოტოსურათი  3X4;

5.       სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

6.      მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი   დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;



საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით (11:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამუშაო დღეებში).

მისამართი: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1, II კორპუსი, II სართული, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი.

გამოცდის თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

571 10 84 50

599 28 55 75

 
მნახველთა რაოდენობა: 5027
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.