იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟიორი თელავის იუსტიციის სახლში
ფუნქციები
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
• მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მომხმარებელთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
• მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
• სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება და დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილი პირებისათვის გადაცემა;
• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
• პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გადაცემის პროგრამულად ან/და ხელმოწერით დადასტურება;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში ჩართულობა;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციისა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციის დროული გაცნობა და რეაგირება;
• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება, ვიზიტორების იდენტიფიცირება, მათთვის სტუმრის ბარათის გადაცემა და შესაბამის პროგრამაში მონაცემების ასახვა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული  „სსიპ - "იუსტიციის სახლის" ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge

 



საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
571 91 09 93

დამატებითი მოთხოვნები
• აუცილებელია კანდიდატი იყოს IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
• სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა (B1 დონე);
• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის კარგად ფლობა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• მოტივირებულობა;
• გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია
• აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი;
• ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან.

სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით. 
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
 
მნახველთა რაოდენობა: 4810