იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სამართლის ინსტიტუტს შორის

30 ივნისს , თბილისში,  სასტუმრო  ,,ROOMS”-ში, გაიმართა  სამართლის აკადემიური  ქსელის შეხვედრა,  სადაც  მოხდა  ურთიერთთანამშრომლობის   შეთანხმება  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს   სამართლის  ინსტიტუტს შორის.

    სამართლის აკადემიური ქსელის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია იურდიული განათლების რეგულირების გამოწვევების შესახებ. დისკუსიის ფარგლებში  ჩატარდა  კვლევის-„სამართლის ახალი დარგობრივი მახასიათებლების დანერგვა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში“- პრეზენტაცია.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს  სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ხანთაძე,    სკოტ  ქერინ-დემოკრატიის უფლებების და მმართველობის  ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ-ს საერთაშორისოგანვითარების სააგენტო,    სამართლის აკადემიური ქსელის მონაწილე სამართლის სკოლების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

    სამართლის აკადემიური  ქსელის მიზანია კერძო და საჯარო უნივერსიტეტების სამართლის სკოლების   აკადემიური თანამშრომლობის  ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების მიმართულებით, ურთიერთთანამშრომლობის  ფორუმის შექმნა.

    საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით,  2020 წელს  შეიქმნა სამართლის აკადემიური  ქსელი( Legal Academic Network-LAN), რომლის წევრები არიან საქართველოს წამყვანი უნივერიტეტები, რომელსაც 30 ივნისს   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა.

  

 
მნახველთა რაოდენობა: 4874
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.