2021 წლის 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია: საზღვაო მეცნიერებები; ლოგისტიკა; ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში