ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესისა და ზოგადად, თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.
დანართის სახით იხილეთ 2016 წლის 25 თებერვლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №12 დადგენილებას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“.
იხილეთ მიბმული ფაილი