იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით, ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

    შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

     პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

  შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2021 წლის 18 მარტისა (23:59 სთ).

   რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - http://www.tcj.gov.ge/ka/news/576/

 
მნახველთა რაოდენობა: 5923
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.