IREX (საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო) აცხადებს 2016-2017 საგრანტო კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის მიერ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, განის, კენიის, მოლდავეთის, ნიგერიის, სამხრეთ აფრიკისა და უკრაინის განსაზღვრულ უნივერსიტეტებში ადმინისტრირების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.irex.org/application/university-administration-support-program-uasp-application
სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 აპრილი.