საერთაშორისო ტრიენალე „Eksperimenta!“ ესტონეთში

ცხადდება კონკურსი თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ტრიენალეში -„Eksperimenta!“ -მონაწილეობის მისაღებად. თემა -„ხელოვნება და ეკონომიკა“ .
ტრიენალე გაიმართება 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში და განკუთვნილია 14-დან 19 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის, მათი პედაგოგებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის.
  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს (როგორც საჯარო, ასევე-კერძო სკოლებს), სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, ხელოვნების გალერეებს და სხვ.
სრული ინფორმაციის გაცნობა (სამუშაო ენა – ინგლისური) კონკურსისა და მისი პირობების შესახებ შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე:

http://www.eksperimenta.net/?lang=en

http://www.eksperimenta.net/cat/news/

 
ელექტრონული განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 იანვარი.

 
მნახველთა რაოდენობა: 9449
 
 
 
 
2022 მაისი
1

2

3

4

5

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

18

19

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.