კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში.
კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები, ახალი იდეების საფუძველზე შექმნან პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის და კურორტების განვითარების ხელშეწყობაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.