პროგრამა თელავის ტექნოპარკის სივრცეში მუშაობს და ონლაინ რეჟიმში ტარდება.
პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ბიზნესი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ასევე, საკუთარი სტარტაპ იდეისათვის სრულყოფილი ბიზნეს- გეგმის შესადგენად, ისწავლიან სხვადასხვა ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას.
შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
შეხვედრის ხანგრძლივობაა 40-60 წუთი.