უკრაინის ქალაქ ოდესაში მეათე საერთაშორისო კონფერენცია ,,ადაპტირებული ტექნოლოგიები სწავლის კონტროლში“, გაიმართება.
2024 წლის 23-25 ოქტ კონფერენცია წარმოადგენს ფართო ფორუმს ცოდნის, გამოცდილების, შეხედულებების, კვლევის შედეგების გაცვლისა და სწავლის კონტროლის ადაპტაციურ ტექნოლოგიებზე საერთო პრობლემების გამოსავლენად.
შეხვედრაზე დასასწრებად, მეცნიერები, მასწავლებლები, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა ფორმის ორგანიზების სპეციალისტები, სტუდენტები და დოქტორანტები არიან მიწვეულები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
უკრაინის განათლების გაციფრულების ინსტიტუტი NAES;
სამხრეთ უკრაინის კ.დ. უშინსკის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი;
უკრაინის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო ცენტრი;
ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი;
კომპიუტერული სისტემების ინსტიტუტი;
ოდესის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი;
ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტი;
სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვარნის ტექნიკური უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
სამეცნიერო მეთოდური ცენტრი (ლიტვა); მარიბორის უნივერსიტეტი (სლოვენია);
საინფორმაციო სისტემების მართვის უნივერსიტეტი (ლატვია);
კონფერენცია იმუშავებს შემდეგ სექციებად:
სასწავლო პროცესში ადაპტირებული სწავლების როლი ევროინტეგრაციის განხორციელებაში ;
ადაპტირებული სწავლის ფსიქო-პედაგოგიური პრობლემები;
ინფორმაციული და ინტელექტუალური ტექნოლოგიები სწავლის კონტროლში;
ადაპტირებული სწავლის ინფორმატიკის მეთოდი სკოლებსა და უნივერსიტეტებში;
ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების როლი ადაპტირებულ სწავლაში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
23.09.24 - განაცხადის ჩაბარება, ნაშრომების წარდგენა გამოსაქვეყნებლად 30.09.24 - მეორე საინფორმაციო წერილი (მოწვევა კონფერენციაზე) 15.10.24 - რეგისტრაციის საფასურის გადახდა 25.10.24 - კონფერენციის გახსნა საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს კონფერენციის დისტანციურად გამართვას ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით. კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 23- 25ოქტომბერს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა, 2024 წლის 25 სექტემბერი.
რეგისტრაცისათვის ეწვიეთ ბმულს: https://atl.pdpu.edu.ua/