28 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის ხსოვნას, სამეცნიერო კონფერენციას მიუძღვნის.
კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება.
კონფერენციის დასაწყისი 12:00 საათზე, უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში.