იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სამართლის დოქტორი ავსტრიიდან, ანდრეას კიფერი საჯარო ლექციას ჩაატარებს.
ანდრეას კიფერი სწავლობდა ზალცბურგის და ლინცის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებში, აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
კერძო სექტორში მუშაობის შემდეგ, მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ავსტრიის რეგიონულ მთავრობასა და ევროსაბჭოში.
ლექცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება 5 ივლისს , 15 საათზე.