იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული თვითმყოფადობა" დაიწყება.

სამწლიანი პროგრამა საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავდა და მიზნად ისახავს საქართველოს. მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებას და გაცნობიერებას, რომლებმაც ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრეს.

შეხვედრებზე დისტანციურად დასწრების საშუალება მიეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს და წარმოშობით ქართველს.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის კულმინაცია იქნება 2026 წელი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა.

კულტურულ-საგანმანათლოებლო პროგრამა თბილისში , 19 საათზე, უნივერსიტეტის 107- ე აუდიტორიაში გაიხსნება აკადემიკოს ავთანდილ არაბულის ლექციით თემაზე ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით:

მობ.: 593 78 18 23 ელ-ფოსტა: logos.iccr@yahoo.com

 
მნახველთა რაოდენობა: 1347