იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფაკულტეტების საბჭოების წევრი სტუდენტების არჩევნები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს ფაკულტეტების საბჭოების წევრი სტუდენტების არჩევნები მიმდინარეობს.

22 იანვარს საარჩევნო პროცესი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა აღნიშნული ფაკულტეტის 117-მა სტუდენტმა-ამომრჩეველმა მიიღო. ფაკულტეტის საბჭოს წევრობის უფლება, 115 ხმით, უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პირველი კურსის სტუდენტმა, ნინო იორდანიშვილმა, მოიპოვა.
27 და 28 იანვარს არჩევნები თესაუ-ს ჰუმანიტარულ და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე გაიმართება.
არჩევნებში გამარჯვებული სტუდენტები, შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოების პარალელურად, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტის წევრებიც ხდებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 7116
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.