იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნინო გორგიშელს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

      31 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა  ფაკულტეტის   სადისერტაციო  საბჭოს  სხდომაზე,  ჩატარდა  ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნინო გორგიშელის  სადისერტაციო  ნაშრომის  დაცვა.

      კვლევის   თემაა-  ,,პერსონაჟის ენობრივი პორტრეტი დრამატურგიულ  ტექსტში და მისი თარგმანში გადატანის სპეციფიკა“ (ტენესი უილიამსის- „ტრამვაი, რომელსაც ,,სურვილი“  ჰქვია“ -გ.ჯაბაშვილისა  ლ.ინასარიძის თარგმანების მიხედვით).

      სადისერტაციო ნაშრომის  სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პროფესორები: ნუნუ გელდიაშვილი  და  მანანა ღარიბაშვილი.

       კვლევის მიზანია: ტენესი უილიამსის ენობრივი სამყაროსა და ენობრივი ცნობიერების ასახვის თავისებურების გამოკვლევა - „ტრამვაი, რომელსაც  “სურვილი” ჰქვია“-ს  ქართულ თარგმანებში და ურთიერთმიმართებების დადგენა, ასევე, დრამის პერსონაჟების ენობრივი პორტრეტების წარმოჩენა და თარგმანებში მათი ასახვის მექანიზმების გამოვლენა და შეფასება;  ენობრივი ექსპრესიის ხარისხის დადგენა;   ნათარგმნ ტექსტებში ასახული კულტუროლოგიური ხასიათის მთარგმნელობითი ტრანსფორმაციების ტიპებისა და მიზეზების შესწავლა.

      ნინო გორგიშელს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6781
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.