იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკავშირის ისტორიის შესახებ საჯარო ლექცია თესაუ-ში

       17  ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,  ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის ისტორიის  შესახებ  საჯარო ლექცია გამართა.

        პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებას, ევროპათმცოდნეობის გაზრდის მიმართულებით.

         ევროკავშირის შესახებ შეხვედრები თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტში თვეში ერთხელ ჩატარდება.  მომავალში  ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი ეკა აკობია და  თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა გოგოლაშვილი საჯარო ლექციებს   ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროპული ღირებულებების, ვიზალიბერალიზაციის და საქართველო -ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების  შესახებ გამართავენ.

      შეხვედრას   თესაუ-ს რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი,  პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

  პროექტის მხარდამჭერიები არიან  ევროკომისია და ერასმუს+.  

 
მნახველთა რაოდენობა: 3442
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'