იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სამოქმედო კვლევა სკოლაში“-ტრენინგი და კონფერენცია თესაუ-ში

       13 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა ტრენინგი- ,,სამოქმედო კვლევა სკოლაში.“

       როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ფონზე სკოლა შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლებსა  და საზოგადოებას, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა.

     სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობით და ევროკავშირის  დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს- ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” (SYNCS), რომლის  მიზანია  საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

    პროექტის ფარგლებში, 14 ოქტომბერს, თესაუ-ში, ასევე,  ჩატარდება  კონფერენცია- ,,სამოქმედო კვლევა სკოლაში,“  რომელშიც მონაწილეობას  უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები მიიღებენ.

 

         კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოქმედო კვლევები, მიღებული შედეგები და გამოცდილება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6698
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.