იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში სასწავლო პროცესი განახლდა

        18 სექტემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2017-2018  სასწავლო წელი დაიწყო.
        საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რექტორის მოადგილემ და თესაუ-ს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

      გამომსვლელებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მიღწევებზე, წარმატებულ  საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

      შეგახსენებთ, რომ  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თესაუ ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ რეიტინგში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების რაოდენობის მიხედვით, მე-6 ადგილზეა.
      პირველკურსელებს,  რომელთა რიცხვი   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ყოველწლიურად მზარდია, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით,   სიმბოლური საჩუქრები თესაუს რექტორმა და კახეთის გუბერნატორმა გადასცეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5231
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'