იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იუსტიციის მინისტრი თელავის უნივერსიტეტში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი 3 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა.
მინისტრი სტუდენტებს კოდექსის მთავარ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  • არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა;
  • ნასამართლობის გაქარწყლება;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
  • მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა;
  • პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები;
  • პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა;
  • თანაზომიერება და შესაბამისობა.

კოდექსი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ის მუხლები კი, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
შეხვედრის დასასრულს თესაუ-ს სტუდენტებს საჩუქრად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური სისტემის ამსახველი ბუკლეტები, მაისურები და სხვადასხვა აქსესუარები გადაეცათ.
საზოგადოებისთვის კოდექსის გაცნობა და მის შესახებ მსჯელობა 2015 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7447
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.