იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, გიორგი გოცირიძე და ქეთევან გიგაშვილი,  21-29 აგვისტოს, სამეცნიერო ვიზიტით, ბულგარეთის ქალაქ ალბენაში, მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე,  იმყოფებოდნენ.

        გიორგი გოცირიძის საკონფერენციო მოხსენება -„რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები კავკასიაში, გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით“,- ისტორიის სექციის საუკეთესო მოხსენებად დასახელდა. თესაუ-ს პროფესორს სიგელი და კონფერენციის ჯილდო  (მისი ემბლემა) გადაეცა. ქეთევან გიგაშვილი კი, ენისა და ლინგვისტიკის სექციას უძღვებოდა.

       კონფერენციის მოხსენებათა კრებულები რამდენიმე ტომად  დაიბეჭდა.

      თესაუ-ს პროფესორების სამეცნიერო ვიზიტი ბულგარეთში   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

       სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების  კონფერენცია 17 წლის წინ დაარსდა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით იმართება. მომავალი კონფერენცია 2018 წელს, იტალიაში, ჩატარდება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6449
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'