იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს და შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და  შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

      მემორანდუმი ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 

        თესაუ-ს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები  შსს-ს აკადემიის ბაზაზე მოისმენენ ლექციებს, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახებში, იმიტირებულ  სასამართლო დარბაზში და  კრიმინალისტიკურ მობილურ ლაბორატორიაში კი,   პრაქტიკულ კურსს გაივლიან.  სტუდენტები სწავლის პერიოდში შსს-ს აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.
       დოკუმენტს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მოაწერეს.

       მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა, ერთობლივად,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროშა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადგილობრივი პარტნიორების დროშებს შორის აღმართეს.

      დასასრულს, რექტორმა სტუმრებს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერებინა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6827
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.