იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სემინარი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

2015 წლის 3 დეკემბერს  საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა სამოქალაქო განათლების სემინარი თემაზე- „გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა საქართველოში“. 
შეხვედრის სპიკერები იყვნენ თელავის გენდერის მედია ცენტრის დირექტორი- მაია მამულაშვილი და გენდერული თანასწორობის ჟურნალისტთა ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორი-ნანა ქიბიშაური.
 სემინარი მიეძღვნა 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და მისი მიზანი იყო აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება.
მსგავსი სახის  სამოქალაქო განათლების სემინარები  IFES-ის პარტნიორ უნივერსიტეტებში პერიოდულად იმაეღება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7145
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.