იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმატება ფრენბურთში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ-ფრენბურთელთა გუნდმა(მწვრთნელი დავით ბეკერი) საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირი წრიული სისტემით, ორ ქვეჯგუფში მიმდინარეობდა. საკუთარ ქვეჯგუფში  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ექვსი თამაშიდან ხუთში გამარჯვება მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 2ივლისს გაიმართა,  თელაველი სპორტსმენები,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ფრენბურთელებთან  დამარცხდნენ. შესაბამისად, თელავის უნივერსიტეტის გუნდი ვერცხლის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.

 ტურნირი ფრენბურთში,  საქართველოს უმაღლეს საწავლებლებს შორის, ყოველწლიურად  ტარდება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6424
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'