იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონგრესი ნობელიანტის მონაწილეობით

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ნადირაძემ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტებმა თინათინ ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილმა და მარი მამუკელაშვილმა, დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა, იოსებ მზექალაშვილმა , ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აარონ ჩეჰანოვერის ლექცია მოისმინეს.

ლექცია, 28-30 ივნისს, ასთმისა და ფქოდის V ევროპის კონგრესის, საქართველოს IX ეროვნული კონგრესის ალერგიას, ასთმასა და იმუნოლოგიაში, მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

აარონ ჩეჰანოვერი, ამავდროულად, ბიოლოგიის დარგში საქართველოს მეცნირებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია. ცნობილმა მეცნიერმა დამსწრე საზოგადოებასთან ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობასა და ბოლო საუკუნეებში მედიცინის განვითარებაზე ისაუბრა.

კონგრესს საქართველოს გამოჩენილი მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, ასევე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები ესწრებოდნენ. კონგრესის მუშაობაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძეც მონაწილეობდა.

კონგრესი სასაქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციისა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3671
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'