იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზაფხულო სკოლა ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის,მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სერთიფიკატები მიიღეს.

უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები, ქეთევან ფოტოვა და თამილა შიუკაშვილი, დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტი იოსებ მზექალაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ნანა გარჯიკაული და ნათელა ბაღათრიშვილი, 24-25 ივნისს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გამართულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ.

საზაფხულო სკოლის მუშაობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.

სკოლის მიზანი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ბაქტერიოფაგების სტრუქტურის, გარემოში მათი როლისა და გამოყენების პოტენციალის გაცნობა იყო. ლექციები მონაწილეებისათვის ინგლისიდან, კანადიდან, ბელგიიდან და საქართველოდან მოწვეულმა დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. საზაფხულო სკოლა ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 7770
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.