იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს თანამშრომელი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დავით ბეჟანიშვილი,  ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

      მოყვარულების  ტურნირში (Powerlifting),  რომელიც  თბილისში, 24 ივნისს,  გაიმართა,  მსოფლიოს 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან 50 სამჭიდელი ასპარეზობდა. მათ შორის იყო დავით ბეჟანიშვილი.

      დიდი კონკურენციის მიუხედავად,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი I ადგილზე გავიდა. გამარჯვებულ დავით ბეჟანიშვილს ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის სერტიფიკატი გადაეცა.

     მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი 47 წელია, ძალისმიერ სამჭიდში ასპარეზობს. დავით ბეჟანიშვილი ევროპის, მსოფლიოს  და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

 
მნახველთა რაოდენობა: 4456
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'