იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის შესახებ

,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები უსაფრთხოებითვის“. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩევს 10 სტუდენტს და უზრუნველყოფს მათ 3 დღიან სასწავლო ვიზიტს თბილისში, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, წარადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი მომავალში კახეთში განახორციელებენ. შეჩეულ 3 საუკეთესო პროექტს ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი“ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში და ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა, ლევან დოლიძემ , იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 დეკემბერს ლექცია- ,,საუბრები საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე” -წაიკითხა. საუბარი ნატოს და ევროკავშირის შესახებ არსებულ მითებს და რეალობას შეეხებოდა.
როგორც თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი არ შეექმნას. საუბარი ასევე შეეხო იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ კუთხით გადადგეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რის შედეგადაც სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროექტი ”ახალგაზრდები უსაფრთხოებისთვის” ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი“-ს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 6255
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'