იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
რესპუბლიკური კონფერენცია -,,სკოლა და უნივერსიტეტი“

14 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია ,,სკოლა და უნივერსიტეტი-III” გაიმართა, რომელზეც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მომზადებული საჯარო სკოლების მოსწავლეების მოხსენებები წაიკითხეს.
ღონისძიებაში თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი ნაშრომების თემები მრავალფეროვანი იყო და ძველ და თანამედროვე ქართულ მწერლობას შეეხებოდა.
თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა უნივერსიტეტის და სკოლის დაახლოვების და მოსწავლეებში კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რესპუბლიკური კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე არიან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამედ იმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7375
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.