იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
IDFI-ის პროექტის პრეზენტაცია თესაუ-ში

          ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ( IDFI), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, ახორციელებს პროექტს -,,გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“.

          აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  IDFI-ს თანამშრომლებმა   7 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრეზენტაცია, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად,  გამართეს.

      პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის სისტემის შექმნაში და SDG-ების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

      როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც პროექტით გათვალისწინებული  მიზნების შესრულების გლობალურ პროცესებს, ასევე,  ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა  ღონისძიებების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საჯარო დისკუსიების, ლექციების, ტრენინგების და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.

      პრეზენტაციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6499
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.