იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
რუსეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები თესაუ-ში

         ბულგარეთის,  ანგელ კანჩევის სახელობის რუსეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები,  ტემპუსის საერთაშორისო პროექტის -ერასმუს+ - გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  1 ივნისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   იმყოფებოდნენ.

         ბულგარელმა პროფესორებმა თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან    პრეზენტაცია  რუსეს უნივერსიტეტის   საგანმანათლებლო, საერთაშორისო პროგრამების და მიმდინარე პროექტების შესახებ გამართეს.  სტუმრებმა ქალაქ რუსეს დაარსების ისტორიის,  კულტურის და ღირსშესანიშნაობების შესახებაც ისაუბრეს.

         საერთაშორისო პროექტის - ერასმუს+  -აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 12-18 მარტს, ბულგარეთის, რუსეს უნივერსიტეტში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორები იმყოფებოდნენ.  აღნიშნულ უნივერსიტეტში  თესაუ-ს რამდენიმე სტუდენტიც სწავლობს. რუსეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპასუხო ვიზიტით სტუმრობდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6077
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'