იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია აივ ინფექციის შესახებ

        25 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,   საჯარო ლექცია გაიმართა.

       საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის -,,თანადგომა“-წარმომადგენლებმა თესაუ-ს სტუდენტებთან აივ-ის წარმოშობის, ინფექციის გამომწვევი მიზეზების, მაღალი რისკ-ჯგუფების და   რეგიონების მიხედვით, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ისაუბრეს.

       როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ დაავადების ყოველწლიურ დინამიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია.   სტუდენტებმა ინფორმაცია იმის შესახებაც მიიღეს, თუ   რატომაა აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება და როგორ უნდა მოხდეს თავის დაცვა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.  

        საჯარო ლექცია აივ ინფექციის შესახებ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით   ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3548
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'